გურჯაანში ავტოავარიისას 12 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 19:18 | 25.06.2022
ნანახია: 384

გურჯაანში ავარიის დროს 12 ადამიანი  დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს ტურისტების მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შედეგად 12 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, მათგან 9 უცხოელია, ასევე გიდი, მძღოლი და მსუბუქი ავტომობილის მგზავრი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანში, კლინიკაში მოათავსა. 

ექიმის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა შედარებით მძიმედაა ერთი დაშავებული, რომელიც მეორე ავტომობილში იმყოფებოდა და მას შესაბამისი მკურნლობა უტარდება. 

ადგილზე სამაშველო ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე