მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:13 | 21.06.2022
ნანახია: 186

მომღერალი ლევან კბილაშვილი მოსკოვში 32 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წლებში ლევან კბილაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ლევან კბილაშვილი 2011 წელს პოპულარულ მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარში" მონაწილეობდა. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო რუსეთში, მუსიკალურ პროექტ The Voice-ში. გარკვეული დროის განმავლობაში, გამოდიოდა ცნობილ რუს მომღერალთან, ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად.

მომღერლის გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე