რუსი ჩოგბურთელი უიმბლდონზე საქართველოს დროშით იასპარეზებს

საქართველო, თბილისი - 12:20 | 20.06.2022
ნანახია: 501

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე, რომელიც მანამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, სპორტულ მოქალაქეობას იცვლის და უიმბლდონის წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით გამოვა.

"დიდი სლემის" ტურნირზე, რომელიც 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ძალამიძე სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად ითამაშებს.

აპრილში, უიმბლდონის ორგანიზატორებმა რუს და ბელორუს სპორტსმენებს ტურნირში მონაწილეობა აუკრძალეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე