ექიმებმა პაციენტს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ყური გადაუნერგეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 04.06.2022
ნანახია: 14334

ამერიკული კომპანია 3DBio Therapeutics-ს სპეციალისტებმა პირველად, მსოფლიოში პაციენტს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი მისივე უჯრედებისგან შექმნილი ყური გადაუნერგეს. ექიმებმა 20 წლის გოგოსთვის, რომელიც მარჯვენა ყურის დეფორმაციით დაიბადა, სპეციალურ ყურის იმპლანტი დაამზადეს. იუწყება The New York Times. 

გამოცემის ცნობით, დამოუკიდებელმა მედიცინის ექსერტებმა, რომლებმაც ტექნოლოგიის პირველი კლინიკური გამოცდა შეაფასეს, განაცხადეს, რომ ტრანსპლანტაცია გარღვევაა ქსოვილების ინჟინერიაში.

როგორც 3DBio Therapeutics-ში აღნიშნავენ, იმპლანტი, რომელიც მეტწილად კოსმეტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ფუნქციურს, დაიბეჭდა პაციენტის მარცხენა ყურის ზუსტი ფორმის მიხედვით. ახალი ყური, რომელიც გოგოს მარტში გადაუნერგეს, მომავალში დამოუკიდებლად აღადგენს ხრტილოვან ქსოვილს და შეიძენს ბუნებრივ იერს. ბიოტექნოლოგიური კომპანიის სპეციალისტების თქმით, იმის ალბათობა, რომ ორგანიზმი იმპლანტის უარყოფას დაიწყებს, მცირეა, ვინაიდან უჯრედები ორგანოს დასაბეჭდად აღებულია თავად პაციენტის ქსოვილიდან.

გადანერგვის ოპერაცია არტურო ბონილიამ გააკეთა, რომელიც სან-ანტონიოში ბავშვთა ქირურგია.

 „თუ ყველაფერი გეგმის მიხედვთ წარიმართა, ეს ტექნოლოგია რევოლუციური გახდება“,  თქვა ექიმმა.

ექიმებმა პაციენტს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ყური გადაუნერგეს

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე