"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ახალი სამოქალაქო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 13:57 | 27.05.2022 ნანახია: 194
27 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აერთიანებს, ახალი სამოქალაქო ინიციატვის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებაზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ წაიკითხა მანიფესტის ტექსტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.
მანიფესტი
"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამ ქვეყნის ყველა ცოცხალმა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გადავწყვიტოთ - გვინდა თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ერის გზა გაგრძელდეს.
რამდენიმე თაობაში ერთს ერგება ხოლმე უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი. და თუ, თაობიდან თაობამდე, ისევ და ისევ, ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მონობას - ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს არ უწერია დასასრული და გადაშენება.
ჩვენამდე არაერთმა რჩეულმა თაობამ გააკეთა ეს არჩევანი და ასე გადმოგვცა ჩვენი სახელმწიფო დასაცავად, მოსაფრთხილებლად და ასაყვავებლად. დღეს იგივე არჩევანის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს ერგო და ამ პასუხისმგებლობას ვერცერთი ვერ გავექცევით. თუკი ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის და ხალხის საამაყო გზის გაგრძელებაა, რადგან ღირსება და თავისუფლება ქართველების ცხოვრების წესი და რაობაა, და სხვანაირად არ და ვერ ვიცხოვრებთ - ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს!
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა - არ არსებობს არჩევანი “სახელმწიფოსა და სამშობლოს”, “თავისუფლებასა და უსაფრთხოებას” შორის. სამშობლო - თავისუფალი სახელმწიფოა; უსაფრთხოება - თავისუფლების დაცვა.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი - არავის, ქონების, წოდებისა და დიდების მიუხედავად, არ უნდა ჰქონდეს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს - ხელისუფლების გადაცემა ბუნებრივი მოვლენა იყოს და არა იშვიათი გამონაკლისი.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის რომ: კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს - არა მმართველის ნება, არამედ კანონია უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია. არავინ დგას კანონზე მაღლა.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს - სადაც კანონის მიმართ ყველა თანასწორია და განაჩენს ვერავინ უკვეთავს ან ყიდულობს.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს - არავინ იდევნებოდეს აზრის გამოთქმისთვის და ცენზურა ან მედიაზე ზეწოლა კანონით ისჯებოდეს.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიღატაკე აღარ არსებობდეს - არავინ იყოს ქუჩაში უსახლკაროდ და მშიერი, პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ გარანტირებული.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას - მმართველების ხელდასმული მოხელეები არ ძარცვავდნენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდები - ისჯებოდნენ.
დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული - ეროვნულ საგანძურს და ბუნებრივ რესურსებს უფრთხილდებოდნენ და ხელისუფალნი უკანონოდ არ ასხვისებდნენ.
ამიტომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროკავშირს. ეს ჩვენი წინაპრების, თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ღირსეული გაგრძელებაა, რამაც თავისუფალი სამყაროს ნაწილად უნდა გვაქციოს, ხოლო ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან - თუ რა გავაკეთეთ - თუ რა გააკეთე შენ - როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. დავდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ!"
პოლიტიკა
- მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები - კახა ოქრიაშვილი
- შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა, "ცუნამის" მსგავსი - ივანე ჩხაიძე
- ევროკავშირის ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, საქართველო, რომ ჩაერთოს ომში, გარანტირებულად მიიღებს სტატუსს - კობახიძე
- „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცემს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალებას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ საჩუქარი გემის პირველ მექანიკოს ქალს
- Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია
- მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც საპროტესტო აქციას იმართება, ხმაური და დაპირისპირება იყო
ეკონომიკა
- "გალტ & თაგარტის" ხელშეწყობით "კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში" მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
კონფლიქტები
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა
- ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
- ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა