ავტობუსში კაცმა ცოლს ყელი გამოჭრა

საქართველო, თბილისი - 16:17 | 21.05.2022
ნანახია: 217

თბილისის საქალაქო ტრანსპორტში მგზავრობისას მამაკაცმა ცოლს შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა.

ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე