საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაადრევია - ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი

საქართველო, თბილისი - 12:13 | 21.05.2022
ნანახია: 183

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ, საქართველომ 3 მარტს წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, უკრაინისა და მოლდოვის თანადროულად.

ევროპულმა საბჭომ მოიწვია ევროკომისია, რათა მოამზადოს თავისი მოსაზრება თითოეულ მათგანზე და მოსალდნელია, რომ ეს ივნისის დასაწყისში მოხდება.

ევროპული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა (CEPS) გადაწყვიტა, მოამზადოს საკუთარი მოსაზრებები ამ განაცხადების თაობაზე. უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ასეთი მოსაზრება უკვე მომზადდა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა მოლდოვასა და უკრაინას უნდა მიანიჭს კანდიდატის სტატუსი.

თუმცა, საქართველო პარადოქსული შემთხვევაა. ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ეკონომიკური ნაწილების განხორციელება შთამბეჭდავი იყო. ამ მხრივ მან აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს. მან დიდწილად აღმოფხვრა ზოგადი კორუფცია, უკეთესი მაჩვენებლით, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ.

მეორე მხრივ, მისი პოლიტიკური რეჟიმი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ. პრობლემების შუაგულში დგას პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც განასახიერებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პარადიგმას.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ივანიშვილი პასუხისმგებელი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების მოსყიდვის ყველაზე შემაშფოთებელ შემთხვევაზე, როდესაც მან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საბანკო დავალიანების დაფარა.

2020 წლის ნოემბერში გამართულ საკამათო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა.

ეს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი შემცირდა, როდესაც 2021 წლის მაისში თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შუამავლობდა მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.

მაშინ, 2021 წლის ივლის, ევროკავშირი გაოგნებული და შეძრწუნებული იყო, როდესაც მთავრობამ უარი თქვა შეთანხმების საკვანძო პუნქტების შესრულებაზე.
პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი იყო მისი ჩარევა მაღალი დონის სასამართლო გადაწყვეტილებებში, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლებს ეხებოდა.

არაერთხელ დაფიქსირდა „პოლიტიზებული მართლმსაჯულების“ შემთხვევები, რაც ფართოდ გააკრიტიკეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

ბოლო შემთხვევა მოხდა 16 მაისს, როცა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და სამწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას. ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარდგენიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ და დაახლოებით სამი კვირით ადრე, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას წარადგენს.

ველოდით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისტორიულ განაცხადს უნდა მოჰყოლოდა სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული პოლიტიკური და სასამართლო სისტემის რეფორმა უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ნაცვლად ამისა ერთადერთი შესამჩნევი სიახლე გვარამიას საქმეა, რომელიც პროვოკაციული აქტადაც გვევლინება, რაც ადასტურებს ხელისუფლების აშკარა მიდრეკილებაზე, გახდეს პრობლემური წევრი სახელმწიფო.

ამ ეტაპზე უფრო საზიანო ნაბიჯის გადადგმა ძნელად წარმოსადგენია.

გარე დამკვირვებლისთვის ძნელი წარმოსადგენია რას ფიქრობს მთავრობა და ივანიშვილი. მიზეზების ძიებისას, წევრობის განაცხადი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომელიც მიმართულია იმისთვის, რათა დააკმაყოფილოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს.

ამავე დროს ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული გაწევრიანების პროცესის წარმატებით და ისე მოქმედებს, რომ დააჩქაროს მისი წარუმატებლობა.

ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველოს პერსპექტივები ევროპული ოჯახის წევრობაზე. მაგრამ მის მომავალ მოსაზრებაში (დასკვნაში) ნაადრევი იქნებოდა გაწევრიანების ფორმალური პროცესის გახსნის შეთავაზება.

ამისთვის უნდა დაველოდოთ ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელიც ხასიათანდება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რომელსაც მოსახლეობა პატივს სცემს.

ავტორი: ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (CEPS), მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმენსი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე