ბორჯომში ავტოსაგზაო შეთხვევას მე-12 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 20.05.2022
ნანახია: 442

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში. ბორჯომში, მოსწავლეები, რომლებიც სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ, ავტომანქანით მტკვარში გადავარდნენ. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მტკვარში დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, რომლებიც დღეს ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

შეგახსენებთ, საჯარო სკოლებში კურსდამთავრებულები ბოლო ზარს აღნიშნავენ.

ფოტო: ფორმულა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე