პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა - ირაკლი ზარქუა
საქართველო, თბილისი - 14:16 | 20.05.2022 ნანახია: 890
ვერც პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს, რაც არ უნდა ეცადონ, - აცხადებს ქართული ოცნების წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა.
მისი განმარტებით, საქართველოდან მეორე ფრონტი არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ.
„ბატონი პოდოლიაკი არის რიგითი ვიღაც, ვინც შემთხვევით მოხვდა, რადგან თავის დროზე იყო რუსული პოლიტიკის გამტარებლის იანუკოვიჩის მრჩეველი, ბელარუსია თუ არ ვცდები და არა უკრაინელი, მერე ჟურნალისტობდა და ნათქვამი აქვს, მთავარია ფულს გადამიხდიან და იმ პოზიციას დავიჭერო. ასეთი ადამიანის განცხადება საინტერესო არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს გამოვცადეთ 2008 წელს. ვერც პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს, რაც არ უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, მეორე ფრონტი აქედან არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენს ქვეყანას ომი არ სჭირდება, ვინც არ უნდა გაბრაზდეს, რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენოს ჩვენი ქვეყნის და ლიდერების მიმართ, ეს არის მეათეხარისხოვანი, პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს და ამას ჩვენ ვაფრთხილებდით პოროშენკოს, მერე რომ თმებით ითრევდა, იგივე ვუთხარით ზელენსკისაც, ეს მისი გადასაწყვეტია, ამას გაითვალისწინებდა თუ არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ხალხს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა, დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან", - განაცხადა ზარქუამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















