გერმანიის პრეზიდენტმა ალექსანდრე კარტოზია დამსახურების ორდენის დამსახურების ჯვრით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 20.05.2022
ნანახია: 408

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროფესორი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დამსახურების ჯვრით დააჯილდოვა.

ორდენი ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საზეიმო ღონისძიებაზე 2022 წლის 19 მაისს გადასცა.

"პროფესორ კარტოზიას, როგორც მეცნიერსა და მთარგმნელს, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, განსაკუთრებით ლიტერატურის სფეროში. დამსახურების ჯვრის ჯილდო წარმოადგენს პროფესორ კარტოზიას მნიშვნელოვანი საქმიანობის აღიარებას. ბატონი ალექსანდრე ყოველთვის ხელს უწყობდა კულტურულ დიალოგს საქართველოსა და გერმანიას შორის", - ნათქვამია გერმანიის საელჩს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე