მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ქვეყანას - ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ბოლო ზარს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 10:43 | 20.05.2022
ნანახია: 360

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ბოლო ზარს ულოცავს.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური რესურსები, მიიღონ განათლება, გახდნენ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.


“დღეს, საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ წარმატებას აღნიშნავს.
დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში თქვენ ახალგაზრდული სულისკვეთებით თქვენს სათქმელს იტყვით.
მინდა ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.
გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას!”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე