სისხლის სუპერმთვარე და მთვარის სრული დაბნელება - სად და როგორ უნდა ნახოთ

საქართველო, თბილისი - 21:06 | 15.05.2022
ნანახია: 312

დღეს ღამე შესაძლებელი იქნება ერთი-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი ბუნებრივი მოვლენის - წითელი (სისხლისფერი) სუპერმთვარის ხილვა.

ეს იქნება მთვარის ერთადერთი სრული დაბნელება წელს, როდესაც მზე, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე განლაგდებიან, ხოლო მთვარე მთლიანად დედამიწის ჩრდილში მოექცევა.

ჩრდილში მოხვედრისას მთვარე თანდათან ჩაბნელდება, ვიდრე მუქ მეწამულისფერ შეფერილობას არ მიიღებს

მთვარის სრული დაბნელება ხილული იქნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და სამხრეთ-დასავლეთ ევროპიდან.

NASA აპირებს დაბნელების გადაცემას "ლაივში", რათა მსურველებმა შეძლონ მისი ყურება საკუთარი სახლებიდან.

ამასთან ერთად, მთვარე ცაზე გამოჩნდება ჩვეულებრივზე ბევრად დიდი ზომის, რადგან ის დედამიწის ორბიტის უახლოეს წერტილში მოხვდება. ამ მოვლენას სუპერმთვარე ეწოდება.

"ზეციური წარმოდგენა" თითქმის საათნახევარი (84 წუთი) გაგრძელდება.

მზის დაბნელებისგან განსხვავებით, მთვარის დაბნელების დაკვირვება შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, სპეციალური სათვალის ან დაბურული მინის გარეშე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე