უკრაინის არტილერია დონბასზე რუსეთის წინსვლას აფერხებს - პენტაგონი

საქართველო, თბილისი - 22:51 | 13.05.2022
ნანახია: 235

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, უკრაინის არტილერია დონბასზე რუსეთის შეტევას აფერხებს. იუწყება CNN

კერძოდ, პენტაგონის წარმომადგენელი გულისხმობს რუსეთის მცდელობებს, გადაისროლოს ძალები მდინარე სევერსკი დონეცის მეშვეობით ჩრდილოეთ დონბასზე პოზიციების გამაგრების მიზნით.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, იზიუმსა და სლავიანსკს შორის მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, მაგრამ რუსებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს.

თუმცა მისივე თქმით, რუსეთის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს პოპასნიას დასავლეთით.

ის, რომ უკრაინის ძალებმა წარმატებით ჩაშალეს რუსული საჯარისო შენაერთების მცდელობა გადაელახათ სევერსკი დონეცი, ბრიტანეთის დაზვერვამაც აღნიშნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე