ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 21:58 | 13.05.2022
ნანახია: 738

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა. „ბრძანებულებას“ ხელი მოაწერა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. 

„კენჭისწყრაზე“ გამოტანილი შეკითხვა ასეთია: „უჭერთ თუ არა მხარს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანებას?“

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხარი დაუჭირა ინიციატივას რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის შესახებ. მასალები გადაგზავნილია სასამართლოში. ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადწყვეტილებას და უკვე ძალიან მალე ჩვენი დიდი ოცნება ასრულდება“, - დაწერა ბიბილოვმა ტელეგრამ-არხზე.

რუსეთის ოფიციალურ პირებს ბიბილოვის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის“ შედეგებით, რომელიც 8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალში გაიმართა, „ნიჰასის“ პარტიის ლიდერმა ალან გაგლოევმა „გაიმარჯვა“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე