თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 19:00 | 13.05.2022 ნანახია: 155
დღეს თბილისში, ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნა. მემორიალი ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლად გაშენებულ პარკში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით განთავსდა. ორგანიზაციის ინიციატივითვე, პარკში, 30-მეტრიან კედელზე მოიხატა ანა ფრანკის სურათი. „ისრაელის სახლის“ ინიციატივა თბილისის საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის მხარდაჭერით განხორციელდა.
სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვია ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას ესწრებოდა საქარველოს პარლამენტის წევრი, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრები რევაზ სოხაძე და ნინო ვარდოსანიძე, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე, სტუმრები ისრაელიდან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.
„ისრაელის სახლის“ მიმართვის საფუძველზე აღნიშნულ პარკს ქართველი შინდლერების (სერგი მეტრეველი, მიხეილ კედია, გრიგოლ ფერაძე და სხვ.) სახელი მიენიჭება.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოსა და ისრაელის ჰიმნებით, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ შეასრულა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა და მადლობა გადაუხადა ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატს თბილისის საკრებულოში, რევაზ სოხაძეს მხარდაჭერისთვის.
„დღეს ისრაელში იყო ტერაქტის მცდელობა და ამ დროს, როდესაც ისრაელელი ტელევიზიით უყურებს, ერთი მხრივ, რა ხდება და, მეორე მხრივ, მეგობარ ქვეყანაში იხსნება ქართველი შინდლერების პარკი, კედელზე მოიხატა ანა ფრანკის სურათი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობებისთვის. ეს არის რეალური ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების კავშირებისთვის", - განაცხადა იციკ მოშემ.
ქნესეთის წევრის, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის დავიდ ბიტანის თქმით, ის ბედნიერია, რომ ამ მემორიალის გახსნაში მონაწილეობს. „მემორიალი ეძღვნება ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ებრაელი ხალხისთვის ძალიან მტკივნეულ პერიოდს. ჩვენს მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ ჩვენი კავშირისა და მეგობრობის შესახებ. ყველა ის ქართველი, რომელმაც ერთი ადამიანი მაინც გადაარჩინა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ და მის შესახებ მომავალ თაობებს მოვუყვეთ", - განაცხადა ისრაელელმა პარლამენტარმა.
საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ მემორიალის გახსნას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რომ, ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულებს და ებრაელ ერს, რომელმაც ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო კაცობრიობის ისტორიაში; აგრეთვე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ებრაელი ხალხითვის ყველაზე მძიმე პერიოდში მათ დასახმარებლად და გადასარჩენად“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ისრაელის დელეგაციის წევრმა, ქალაქ რიშონ ლეციონის მერმა რაზ კინსტლიხმა. მისი თქმით, მისმა უშუალო წინაპრებმა ჰოლოკოსტი გამოიარეს და ეს დღე მისთვის განსაკუთრებით ემოციურია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტარი გივი მიქანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება ინიციატივას, პარკს ქართველი შინდლერების სახელი დაერქვას. სიტყვით ასევე გამოვიდნენ ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი და ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი დავით ჩიკვაიძე. ამ უკანასკნელის მხარდაჭერითა და „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, 2 წლის წინ ონში, ისრაელის მემორიალური მუზეუმის იად ვაშემის მიერ „მართალად“ აღიარებული სერგი მეტრეველის მემორიალი აღიმართა.
ღონისძიება დასრულდა ებრაული სიმღერით „ელი, ელი“.
პოლიტიკა
- მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები - კახა ოქრიაშვილი
- შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა, "ცუნამის" მსგავსი - ივანე ჩხაიძე
- ევროკავშირის ლიდერებმა პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შესაბამისად, საქართველო, რომ ჩაერთოს ომში, გარანტირებულად მიიღებს სტატუსს - კობახიძე
- „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცემს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალებას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ საჩუქარი გემის პირველ მექანიკოს ქალს
- Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია
- მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც საპროტესტო აქციას იმართება, ხმაური და დაპირისპირება იყო
ეკონომიკა
- "გალტ & თაგარტის" ხელშეწყობით "კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში" მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
კონფლიქტები
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა
- ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
- ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა