ბიძინა ივანიშვილი სამაგალითო პატრიოტი კაცია, რომელმაც უცხოეთში დაგროვილი ქონება ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:27 | 13.05.2022
ნანახია: 214

ბიძინა ივანიშვილი სამაგალითო პატრიოტი კაცია, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში უცხოეთში დაგროვილი ქონება, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცადა.

"ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა, ჩამოიტანა, დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის - 3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ის რეფორმა და სიკეთეები, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა. ჩვენი გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე