ოკუპირებული აფხაზეთი მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან უვიზო რეჟიმს აწესებს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 23.02.2016
ნანახია: 2703

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიას თქმით, აფხაზეთი მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან ორმხრივ უვიზო რეჟიმს დააწესებს.

დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 აპრილიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლას მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

კან ტანიას თქმითვე, უცხოელი ტურისტებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გასაცემად ფსოუზე ახალი გამშვები პუნქტი გაიხსნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე