მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:12 | 12.05.2022
ნანახია: 147

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა, აპრილის ბოლოს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული და კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე