საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს
საქართველო, თბილისი - 18:45 | 11.05.2022 ნანახია: 199
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად დიიმ, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.ფ.-ს ბარგის დათვალიერების შედეგად, 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
„პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა/გადაგზავნას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს.
პოლიტიკა
- ეწყინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე
- გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია - კობახიძე
- დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს - ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი
- სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
- გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ საჩუქარი გემის პირველ მექანიკოს ქალს
- Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია
- მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც საპროტესტო აქციას იმართება, ხმაური და დაპირისპირება იყო
სამართალი
- მარნეულში კაცი მოკლეს
- პოლიციამ მთაწმინდაზე ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფების 17 წევრი დააკავა
- შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი - განცხადება
- შსს-მ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 ადამიანი დააკავა, მათ შორის, მახარაძე, მარტინენკო და ფალავანდიშვილები
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის "ბინადარი ლისზე" 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება
კონფლიქტები
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა
- ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
- ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა