ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობები განიხილა
საქართველო, თბილისი - 10:44 | 10.05.2022 ნანახია: 178
აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენელს ქეთრინ თაის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ აშშ - ისთვის, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, სავაჭრო პოლიტიკის დღის წესრიგი ორიენტირებულია მეტი პროდუქციის ექსპორტზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობების გაფართოებაზე. ქართული მხარის წინადადებით, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური მიზანია ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით.
ქართული მხარის შეფასებით, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი. შეთანხმება ასევე იქნება რეგიონში აშშ-ს ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით PWC - ის მიერ მომზადდა და გადაეცა განსახილველად აშშ - ის მხარეს. კვლევის თანახმად, მსგავსი შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის იქნებოდა ეკონომიკურად მიმზიდველი და მომგებიანი. კერძოდ, შეთანხმების გაფორმის შემდეგ, საქართველოდან ექსპორტი, ყოველწლიურად, მომავალი 5 წლის განმავლობაში 19%-ით გაიზრდება. დამატებით ნავარაუდევია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიტანს 180 მილიონზე მეტ ინვესტიციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქნება ზრდა ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო აშშ - ისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში, ამდენად, აშშ დაინტერესებულია, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის განვითარებას. ითქვა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების მიმდინარეობის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო კავშირების გამყარება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ლევან დავითაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან ქეთრინ თაისთან, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან სკოტ ნათანთან და აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯუდიტ ფრაიორთან. დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრები აშშ - ის კონგრესში, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ-ის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
პოლიტიკა
- ეწყინა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე
- გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია - კობახიძე
- დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს - ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი
- სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
- გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ საჩუქარი გემის პირველ მექანიკოს ქალს
- Porsche Cayenne Platinum Edition საქართველოშია
- მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც საპროტესტო აქციას იმართება, ხმაური და დაპირისპირება იყო
სამართალი
- მარნეულში კაცი მოკლეს
- პოლიციამ მთაწმინდაზე ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფების 17 წევრი დააკავა
- შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი - განცხადება
- შსს-მ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 ადამიანი დააკავა, მათ შორის, მახარაძე, მარტინენკო და ფალავანდიშვილები
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში გაშენებული ხეხილი ექსპორტზე გავიდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტისთვის "ბინადარი ლისზე" 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება
კონფლიქტები
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა
- ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
- ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა