ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

საქართველო, თბილისი - 12:40 | 16.04.2022
ნანახია: 336

15 აპრილს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსოფლიო ჩემპიონების ტიტული, პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ქართველმა წყვილმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ მოიპოვა.

მოკლე პროგრამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრები 67.77 ქულით დაწინაურდნენ. კარინამ და ლუკამ თავისუფალ პროგრამაშიც შესანიშნავად იასპარეზეს, 120.35 ქულა დაიმსახურეს და შედეგად, ჯამში 188.12 ქულით პირველობა არავის დაუთმეს.

შეგახსენებთ, რომ საფინამ და ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც საქართველოს ისტორიაში (ზამთრის ოლიმპიადებზე) საუკეთესო შედეგია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე