თბილისის მთავრობის მუშაობას აუდიტის სამსახური სწავლობს

საქართველო, თბილისი - 14:19 | 29.09.2015
ნანახია: 2063

თბილისის მთავრობის მუშაობას აუდიტის სამსახური სწავლობს. ამ დროისთვის შემოწმება მერიასა და დედაქალაქის ორ გამგეობაში მიმდინარეობს. აუდიტის შედეგები 3 კვირაში ეტაპობრივად უნდა გამოქვეყნდეს.

"საკრებულოსთან დაკავშირებით დასკვნა იყო გამოქვეყნებული, სადაც არა ერთ დარღვევაზე იყო საუბარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის მერიის ძალიან ბევრი სამსახურის შემოწმება. ასევე მოწმდება გლდანის, სამგორის რაიონების გამგეობები, კეთილმოწყობის სამსახური და თბილსის მერიის ადმინისტრაცია," - განმარტა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თორდიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე