წლის საუკეთესო მსახიობი ქალი ჯესიკა ჩესტეინი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 28.03.2022
ნანახია: 1156

ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის პრემიის "ოსკარის" დაჯილდოების 94-ე ცერემონია გაიმართა.

"წლის საუკეთესო მსახიობი ქალის" ნომინაციაში გაიმარჯვა ჯესიკა ჩესტეინმა ფილმში The Eyes of Tammy Faye შესრულებული როლისთვის.

ნიმინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ - ოლივია კოლმანი - The Lost Daughter, პენელოპე კრუსი - Parallel Mothers, ნიკოლ კიდმანი - Being the Ricardos, კრისტენ სტიუარტი - Spencer.

ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ჯესიკა ჩესტეინმა პირველად მიიღო. მანამდე ის ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, პირველად 2011 წელს, მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, ხოლო მეორედ 2012 წელს, მთავარი როლის შესრულებისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე