"ოსკარი" წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში CODA-ს გადაეცა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 28.03.2022
ნანახია: 1250

ლოს-ანჯელესში ამერიკული კინოაკადემიის პრემიის "ოსკარის" დაჯილდოების 94-ე ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში "ოსკარი" რეჟისორ სიან ჰედერის ფილმ CODA-ს გადაეცა.

ფილმმა "ოსკარი", ასევე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში მიიღო.

CODA - Child of Deaf Adult (სმენადაქვეითებული მშობლების შვილი) მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც ერთადერთია ოჯახი, ვისაც ესმის.

"წლის საუკეთესო ფილმის" ჯილდოს მოსაპოვებლად 10 ფილმი იბრძოდა: ჯეინ კემპიონის "ძაღლის ძალა", დენის ვილნევის "დიუნი", რიუსუკე ჰამაგუჩის "Drive My Car", კენეტ ბრანას "ბელფასტი", ადამ მაკკეის "მაღლა არ იხედო", სტივენ სპილბერგის მიუზიკლი West Side Story, პოლ თომას ანდერსონის "ძირტკბილას პიცა", მექსიკელი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს "კოშმარების ხეივანი", რეინალოდ მარკუს გრინის "მეფე რიჩარდი".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე