ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი 7ოქტომბრისთვის გადაიდო

საქართველო, თბილისი - 14:10 | 29.09.2015
ნანახია: 2030

მერიის ზედამხედველობის სამსახურისაპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი 7ოქტომბრისთვის.  დღევანდელ პროცესზე ბოდოკიას დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა დაცვის მხარემ მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მისი თქმით, დაცვის მხარე დაკითხვისთვის მზად არ არის.

საქმეში ჩაერთო მეორე ადვოკატი, დავით დეკანოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დრო სჭირდება ბლდებულთან პოზიციების შესათანხმებლად.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია მიმდინარე წლის 11 თებერვალს დააკავა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშნებებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 %, 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე