უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 19:00 | 27.01.2022
ნანახია: 306

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე