აშშ-ის პასუხში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის - სერგეი ლავროვი
საქართველო, თბილისი - 16:22 | 27.01.2022 ნანახია: 179
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის პასუხში არის პოზიტიური მომენტები სერიოზული დიალოგისთვის, მაგრამ არ არის რეაქცია რუსეთის მიერ დასმულ მთავარ საკითხზე.
„რაც შეეხება დოკუმენტის შინაარს, იქ არის რეაქცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სერიოზული დიალოგის დაწყების იმედი გვქონდეს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის“, - განაცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ მთავარი საკითხია აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების დაუშვებლობა და ბირთვული იარაღის განლაგება, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რუსეთის ტერიტორიას.
„რაც შეეხება პასუხის შინაარს, ვფიქრობ, რომ ის უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის, ვინაიდან, როგორც ამერიკელმა კოლეგებმა გვითხრეს, იმის მიუხედავად, რომ მათ ურჩევნიათ, დოკუმენტი კონფიდენციალურ დიპლომატიურ დიალოგად დარჩეს, ის შეთანხმებულია აშშ-ის ყველა მოკავშირესთან და უკრაინულ მხარესთან. ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში ის „გაჟონავს“, - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ნატოს პასუხებს რუსეთის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე ვლადიმირ პუტინს წარუდგენს, რის შემდეგაც ის შემდგომი ნაბიჯების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.
26 იანვარს, შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ვაშინგტონი წერილობითი პასუხი გადასცა.
როგორც The Washington Post იუწყება, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა რუსეთს, არ გამოაქვეყნოს პასუხი სრული სახით უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა, გაზეთის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი ყურად არ იღებს ვაშინგტონის თხოვნას.
საზოგადოება
- თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი გამოხატულება აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის - ნინო ლომჯარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე
- გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ეროვნული ბიბლიოთეკა
- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
- საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ეკონომიკა
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
- საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
მსოფლიო
- ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
- მარიუპოლის დამცველებს შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა - ზელენსკი
- მოლდოვა ნატოს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს - ლიზ ტრასი
- ISW-მა დაასახელა მიზეზები, რის გამოც რუსეთმა, შესაძლოა, "აზოვსტალის" დამცველების რაოდენობა მიზანმიმართულად გაზარდოს
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები