ქალზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 11:31 | 26.01.2022
ნანახია: 190

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში ქალზე იძალადა დაკავებულია. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

დაზარალებულმა სამართალდამცავის წინააღმდეგ ჩვენება უკვე მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადე პოლიციელი გიორგი ბიგვავაა. პროკურატურამ გამოძიება ფაქტზე ძალადობის მუხლით დაიწყო.

გუშინ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიციელი ახალგაზრდა ქალს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე