ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში გეგმის განხორციელება, ის ანაკლიის დაკავებასა და სამეგრელოში სამხედრო რეიდებს აპირებს - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 17:19 | 25.01.2022 ნანახია: 235
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს , - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცახდებაში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
"ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა.
ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე.
არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა.
დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ.
სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ", - წერს სააკაშვილი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ვსწავლობთ ამ ინფორმაციას - ამერიკის საელჩო
- ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას - დეგნანი
- საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
- სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
- "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - სახალხო დამცველი
- გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს
- „ნამდვილი ლომები“ მძღოლებისთვის - MAN-ის წარმატება Red Dot Design Award-ის კონკურსში
- უსასრულო გარანტია სატვირთო ავტომობილების აკუმულატორებსა და საბურავებზე
კონფლიქტები
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
- პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები