შსს-სთან ნატა ფერაძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 25.01.2022
ნანახია: 364

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში აქცია იმართება, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე დააკავეს. მან ადგილზე სტიკერების გაკვრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

სტიკერებზე დაწერილი იყო იმ ადამიანების სახელები, რომლებიც სისტემის მსხვერპლი გახდნენ, საუბარია, დემურ სტურუაზე, ლევან აბზიანიძეზე, ლუკა სირაძეზე, ლექსო ლაშქარავაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შშმ მოზარდზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.

ფოტო: მთავარი არხი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე