ნატო-მ ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
საქართველო, თბილისი - 15:51 | 25.01.2022 ნანახია: 192
ხმელთაშუა ზღვაში ნატო-ს წვრთნები დაიწყო ამერიკული ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფისა და ალიანსის წევრების ძალების მონაწილეობით, რომლებიც ერთობლივ მანევრებს შეიმუშავებენ.
პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის განცხადებით, წვრთნები „ნეპტუნის დარტყმა“ 2020 წლიდან ტარდება და განკუთვნილი არ არის უკრაინასთან დაკავშირებული რომელიმე სცენარისთვის.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ 24 იანვარს განაცხადა, რომ სწავლება „აჩვენებს ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთიანობას, შესაძლებლობებს და ძალას.“
ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ დამრტყმელ ჯგუფს მეთაურობას ნატო გაუწევს. სწავლება 4 თებერვლამდე გაგრძელდება.
ნატოს-პრესმდივან ოან ლუნგესკუს განცხადებით, ეს „ცივი ომის“ შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული ავიამზიდი ნატო-ს მეთაურობას დაექვემდებარება.
წრვთნები უკრაინაში რუსეთის შესაძლო აგრესიის ფონზე ჩატარდება.
ნატო-მ 24 იანვარს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გზავნის დამატებით ძალას, მათ შორის ხომალდებსა და გამანადგურებლებს, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში სამხედრო ძალა, შესაძლოა კიდევ გაზარდოს.
„ჩვენ გვყავს ავიამზიდის ჯგუფი ნატო-ს მეთაურობით. ეს არ არის ბალტიის ზღვაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მას ევროპის უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ ასე გავმაგრდით“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის თვადაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ხმელთაშუა ზღვაში წვრთნებს ჩაატარებს. დაგეგმილია, რომ სწავლებაში, რომელიც იანვარ-თებერვალშია დაგეგმილი, მონაწილეობას მიიღებს 140 ხომალდი და დამხმარე გემი, 60 საფრენი აპარატი და 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.
პოლიტიკა
- ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ვსწავლობთ ამ ინფორმაციას - ამერიკის საელჩო
- ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას - დეგნანი
- საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
- სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
- "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - სახალხო დამცველი
- გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს
- „ნამდვილი ლომები“ მძღოლებისთვის - MAN-ის წარმატება Red Dot Design Award-ის კონკურსში
- უსასრულო გარანტია სატვირთო ავტომობილების აკუმულატორებსა და საბურავებზე
კონფლიქტები
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
- პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები