ჩვენი წინადადებაა, პირველი თებერვლიდან დროებით შეჩერდეს უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა - ამირან გამყრელიძე
საქართველო, თბილისი - 14:08 | 25.01.2022 ნანახია: 182
საკოორდინაციო საბჭოზე შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან დროებით შეჩერდეს უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია. აქედან გამომდინარე, თუ უსიმპტომო ადამიანი არის კონტაქტირებული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე დიაგრამის სტილში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოთ. რვა დღე უნდა იყოთ სახლში", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, „ომიკრონი“ქვეყანაში ისე ცირკულირებს, რომ აუცილებელი აღარ არის, სიმპტომიანი ადამიანი გაიტესტოს. გამყრელიძის თქმით, სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქე იზოლაციაში უნდა გადავიდეს.
„იქ, სადაც სავალდებულო უსიმპტომო ადამიანებს ვტესტავდით, საბჭოზე წარდგენილი დღევანდელი ერთ-ერთი წინადადებაა, რომ პირველი თებერვლიდან შევაჩეროთ და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება როგორც სწრაფი, ისე პისიარ ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, ისე ცირკულირებს უკვე „ომიკრონი“, რომ არავითარი ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ პირები, სიმპტომების შემთხვევაში, გადავიდნენ პირდაპირ იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საზოგადოება
- თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი გამოხატულება აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის - ნინო ლომჯარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე
- გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ეროვნული ბიბლიოთეკა
- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
- საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ეკონომიკა
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
- საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
მსოფლიო
- ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
- მარიუპოლის დამცველებს შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა - ზელენსკი
- მოლდოვა ნატოს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს - ლიზ ტრასი
- ISW-მა დაასახელა მიზეზები, რის გამოც რუსეთმა, შესაძლოა, "აზოვსტალის" დამცველების რაოდენობა მიზანმიმართულად გაზარდოს
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები