ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს უკრაინაში შეჭრის მძიმე შედეგების შესახებ
საქართველო, თბილისი - 12:33 | 25.01.2022 ნანახია: 150
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ლიდერები რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ უკრაინაში შეჭრის შედეგების შესახებ და მოუწოდებენ, გადადგას ხელშესახები ნაბიჯები, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციისკენ იქნება მიმართული.
24 იანვარს დასავლელი ლიდერების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა, სადაც უკრაინა-რუსეთის საკითხზე იმსჯელეს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავიანთი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.
შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ დიპლომატიური ძალისხმევა დაძაბულობის შემცირების მიზნით.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების თაობაზე.
"ლიდერებმა მოკავშრეებსა და პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების მზადყოფნა გამოთქვეს, მათ შორის ევროკავშირის, ნატოსა და ეუთოს ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით, მოლაპარაკებების "ნორმანდიულ ფორმატში" განახლების მნიშვნელობას.
შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ვითარება უაღრესად დაძაბულია და საჭიროა ერთობლივი მოქმედება. კანცლერი შოლცის თქმით, ევროპაში საზღვრების დარღვევა დაუშვებელია. "ჩვენ ამას არ შევურიგდებით, ამას მაღალი საფასური მოჰყვება", - დასძინა კანცლერმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირად დაუჯდება".
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა კი განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, საპასუხო ზომებზე სრულად თანხმდებიან.
ბოლო თვეებია იზრდება დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რასაც უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალები მასშტაბური კონცენტრაცია და უკრაინაში შეჭრის საფრთხე განაპირობებს. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის განზრახვას და დასავლეთისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" მოითხოვს, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას მოიცავს.
საზოგადოება
- თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი გამოხატულება აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის - ნინო ლომჯარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე
- გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ეროვნული ბიბლიოთეკა
- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
- საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ეკონომიკა
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
- საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
მსოფლიო
- ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
- მარიუპოლის დამცველებს შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა - ზელენსკი
- მოლდოვა ნატოს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს - ლიზ ტრასი
- ISW-მა დაასახელა მიზეზები, რის გამოც რუსეთმა, შესაძლოა, "აზოვსტალის" დამცველების რაოდენობა მიზანმიმართულად გაზარდოს
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები