საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავენ
საქართველო, თბილისი - 17:18 | 24.01.2022 ნანახია: 702
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში.
მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.
„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთობლივ რეზოლუციას შეიმუშავებს. საგარეო ურთიერობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლიზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთ რეზოლუციაზე უკვე მუშაობს, რომელიც ნატო-ს ეხება და უკვე დაგზავნილია ყველა ფრაქციაში.
„ამ რეზოლუციის შინაარსის სულისკვეთებაზე ვთანხმდებით. ხვალ მივემგზავრებით ბრიუსელში, ნატოში გვექნება შეხვედრები, გვინდა, რომ იქაც კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს პარტნიორებთან. ამ რეზოლუციას უახლოეს მომავალში დავაინიცირებთ, რაც შეეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, საჭიროა განვსაზღვროთ, რა ფორმით გვსურს მისი მიღება და ეს, ჩემი აზრით, ფრაქციებს შორის კონსულტაციის საკითხი უნდა იყოს“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
რეზოლუციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ჯგუფებში ასეთ საკითხთან მიმართებაში ერთსულოვნება იყოს.
„მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში იყოს ერთხმად მიღებული, ის რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შემუშავებას კოორდინირებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაუწევს. შალვა პაპუაშვილმა პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა.
„მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და ჩავერთო ამ პროცესში“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















