შეცვალე სავალი ნაწილები უსასრულო გარანტიით - თეგეტას უპრეცედენტო შეთავაზება
საქართველო, თბილისი - 15:36 | 24.01.2022 ნანახია: 753
თუ სპეციალისტებს დავეკითხებით მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება, აუცილებელ სერვისებს შორის ერთ-ერთი პირველია. არასწორი რელიეფი, ორმოები გზაზე და ბუნებრივი პირობები, განსაკუთრებით ყინვა, შეიძლება სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზი გახდეს. სავალი ნაწილების სრულ ასორტიმენტზე უსასრულო გარანტიას გთავაზობთ "თეგეტა მოტორსი". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, "თეგეტა" უსასყიდლოდ აღადგენს, ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას.
ეს უპრეცედენტო გარანტია საშუალებას გაძლევთ, რომ თავიდან აირიდოთ, როგორც უსიამოვნო შემთხვევები, ასევე დაზოგოთ ფინანსები და მიიღოთ უსასრულო სარგებელი.
სავალი ნაწილი ავტომობილის მოძრავ მექანიზმთა ნაკრებია, რომლის გამართულობაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ნებისმიერი დეტალის გაუმართაობამ შეიძლება მთელი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.
ავტომობილის დიაგნოსტიკა სავალი ნაწილების მდგომარეობის შეფასება და გაცვეთილი ელემენტების შეცვლის აუცილებლობის დადგენაა. შედეგად ზოგავთ მომავალ სარემონტო ხარჯებს და რაც მთავარია, უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე გადაადგილდებით.
როგორ მივხვდეთ შესამოწმებელია თუ არა სავალი ნაწილები?
თეგეტას ექსპერტების რჩევით სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა მართვის სტილის გათვალისწინებით პერიოდულად აუცილებელია. დამატებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად შემოწმება პროფესიონალებს უნდა ანდოთ, თქვენ კი ყურადღებით უნდა მოუსმინოთ თქვენს მანქანას და სერვისში დაუყოვნებლივ დაგეგმოთ ვიზიტი თუ:
• გაუმართავ გზაზე მართვისას საჭის ვიბრაცია იგრძნობა;
• დამუხრუჭებისას მანქანის წინა ნაწილი წინ იხრება;
• ავტომობილი ირწევა მართვის დროს;
• სავალი ნაწილებიდან უჩვეულო ხმაური ისმის;
• საბურავების სწრაფი და არათანაბარი ცვეთა ფიქსირდება;
სავალი ნაწილის საფუძვლიანი შემოწმება პროფესიონალური ცოდნისა და აუცილებელი ინსტრუმენტების გარეშე შეუძლებელია. საქართველოს მასშტაბით, თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მექანიკოსები, სავალი ნაწილების დიაგნოსტირებასთან ერთად, ავტომობილის ნაწილების დროული რემონტისთვის ზუსტ რეკომენდაციებს და შესაბამის მომსახურებას გთავაზობენ. სავალი ნაწილის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში კი უსასრულო გარანტიას მიიღებთ. შეთავაზება ეხება ნებისმიერ ბრენდს, მათ შორის არაპრემიუმ ბრენდებსაც.
"თეგეტას" სერვის ცენტრებში ავტომობილის შეკეთება ქარხანა - მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ხდება. ნაწილებთან ერთად მიღებულ ნებისმიერ სერვისზე მოქმედებს გარანტია.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
- გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















