გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი, მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე

საქართველო, თბილისი - 13:29 | 23.01.2022
ნანახია: 572

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქეთევან ლოსაბერიძე იყო მშვილდოსნობაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972,78).

ქეთევან ლოსაბერიძე პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია მშვილდოსნობაში ევროპის კონტინენტიდან.

2002-2005 წლებში იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე