მსახიობი ლუი ანდერსონი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:16 | 21.01.2022
ნანახია: 364

ცნობილი ამერიკელი კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლო წლებში, მსახიობი კიბოს ებრძოლა.

ლუი ანდერსონმა სახელი ანიმაციური სერიალით "ცხოვრება ლუისთან" გაითქვა.

ლუის ანდერსონი დაიბადა 1953 წელს მინესოტას შტატში.

ანიმაციური სერიალი "ცხოვრება ლუისთან" ეფუძნებოდა ლუი ანდერსონის ბავშვობას და ოჯახთან ურთიერთობას. სერიალში ლუის თავად ლუი ანდერსონი ახმოვანებდა.

მსახიობი სისხლის კიბოთი იყო დაავადებული და სიცოცხლის ბოლო დღეებში, ლას ვეგასის საავადმყოფოში მკურნალობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე