ბლინკენი ლავროვთან შეხვედრისგან გარღვევას არ ელოდება
საქართველო, თბილისი - 13:00 | 21.01.2022 ნანახია: 1025
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისგან გარღვევას არ ელოდება. ამის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ისაუბრა. „არ ველოდები არანაირ გარღვევას“ - ასე უპასუხა მან შეკითხვას თუ როგორ ხედავს მოლაპარაკებების შედეგებს.
ამასთან, მან გაიხსენა, რომ აშშ-მა და რუსეთმა 10 იანვარს ჟენევაში უსაფრთხოების საკითხებზე კოსნულტაციები გამართეს, ასევე 12 იანვარს გაიმართა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, 13 იანვარს კი ვენაში ეუთოს საბჭოს სხდომა. „ყველას გვქონდა შესაძლებლობა დავფიქრებულიყავით იმაზე, რაც მოვისმინეთ, ვფიქრობ, რომ რუსეთის დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა კონსულტაციები გაევლო პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ყველას გვქონდა შესაძლებლობა კონსლუტაციების ერთმანეთთან, ასევე ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - აღნიშნა ბლინკენმა.
„მნიშელოვანი მომენტია გავიგოთ რა ეტაპზე ვიმყოფებით საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, რა დასკვნები გააკეთა რუსეთმა ამ დიპლომატიური შეხვედრების შედეგად“, - დასძინა ბლონკენმა.
მისი თქმით, აშშ-სთვის ჟენევის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდება, გშესაძლებელი იქნება თუ არა ამ კრიზისის მოგვარება დიპლომატიის გზით. „ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტს ხვალ გავიგებთ, რუსეთი ნამდვილად მომხრეა თუ არა, რომ ეს უთანხმოება დიპლომატიური გზით, დიალოგის მეშვეობით გადაიჭრას. ორივე შემხვევისთვის ჩვენ მზად ვართ და ერთიანნი ვართ“, - აღნიშნა ბლინკენმა.
დღეს, 21 იანვარს, ჟენევაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება.
ორი ქვეყნის წამყვანი დიპლომატების შეხვედრის მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები და უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















