"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
საქართველო, თბილისი - 11:31 | 21.01.2022 ნანახია: 30920 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.
მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით.
თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა დღემდე
ისარგებლეს 1 270 678 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 860 295 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 2 130 973 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი
ხაბელოვმა აღნიშნა, რომ "ავერსთან" თანამშრომლობა უდავოდ აისახა სპორტულ მიღწევებზე. გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ბრწყინვალედ წარდგნენ და ტოკიოდან რვა მედალი ჩამოიტანეს. ამჯერად ისინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და აქაც "ავერსის" უდიდეს მხარდაჭერას გრძნობენ.
- სპორტი ტრავმული სფეროა, ამიტომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში "ავერსის" წვლილი უდავოდ დიდია, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
"ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან 14- წლიანი თანამშრომლობა გრძელდება და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული შედეგებისთვის.
მემორანდუმის ხელმოწერას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაესწრო. ის საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოვიდა მადლიერების გამოსახატავად, რადგან რომ არა "ავერსის კლინიკის" შესანიშნავი ექიმები და უმაღლესი დონის მომსახურება, მხედველობას სამუდამოდ დაკარგავდა.
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე წარმატება უსურვა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ვსწავლობთ ამ ინფორმაციას - ამერიკის საელჩო
- ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას - დეგნანი
- საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
- სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
- "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - სახალხო დამცველი
- გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს
- „ნამდვილი ლომები“ მძღოლებისთვის - MAN-ის წარმატება Red Dot Design Award-ის კონკურსში
- უსასრულო გარანტია სატვირთო ავტომობილების აკუმულატორებსა და საბურავებზე
კონფლიქტები
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
- პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები