პირველი თებერვლიდან დედაქალაქში 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს
საქართველო, თბილისი - 12:23 | 20.01.2022 ნანახია: 536
თბილისის მერმა საზოგადოებას ახალი მიკროავტობუსები წარუდგინა, რომლებიც პირველ თებერვლამდე მთლიანად ჩაანაცვლებს ყვითელ მიკროავტობუსებს. ამჟამად, დედაქალაქში მოძრაობს 465 მიკროავტობუსი, დღეიდან პირველ თებერვლამდე კი მარშრუტებზე განაწილდება დანარჩენი 535 მიკროავტობუსიც.
„წელიწად-ნახევრის წინ გაცემული დაპირება მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით შესრულებულია. დედაქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან ერთად მოახერხა მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის და სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ავტობუსების განახლება. მთლიანად ავტოპარკი ჩანაცვლებულია და დღეს უკვე ასევე მთლიანად განახლებულია მიკროავტობუსებიც. ყვითელი მიკროავტობუსი პრობლემას ქმნიდა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ქმნიდა დისკომფორტს, რადგან ამოწურული ჰქონდა ყველანაირი რესურსი. დღეიდან, დედაქალაქს მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლის საშუალებით გადაადგილება კომფორტული იქნება.
ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შევიძინეთ 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც უკვე დღეიდან ეტაპობრივად მთლიანად გაეშვება ქსელში და პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში.
ასევე, მნიშვნელოვანია ინტეგრირებული ტარიფის კომპონენტი. პირველი თებერვლიდან შესაძლებელია ინტეგრირებული ტარიფებით მგზავრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით. მნიშვნელოვანია, რომ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ასევე პირველი თებერვლიდან შედის ძალაში, არის ულიმიტო და მგზავრს აძლევს საშუალებას, ბევრჯერ გადაადგილდეს ერთხელ გადახდის შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიკროავტობუსების ჩანაცვლების პარალელურად, 20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 ჩაანაცვლებს არსებულ მარშრუტებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დაემატება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ, გრძელდება და ის ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მთავარი იყო ავტობუსების პარკის განახლება. წლების განმავლობაში თბილისს ემსახურებოდა 1500-მდე მიკროავტობუსი, თუმცა რეფორმის ფარგლებში ჩვენ გავზარდეთ ავტობუსების რაოდენობა და მიკროავტობუსები ჩამოვიყვანეთ 1000 ერთეულამდე. დაახლოებით, 23 ახალი მარშრუტი ემატება და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა მარშრუტები იქნება ეს. ზოგადად, რაც შეეხება ავტობუსების გადაადგილებას, ჩვენ დღესაც ვმუშაობთ, რომ არ დაგვრჩეს არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმოძრავებს. ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სადაც გათვალისწინებულია ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდებოდეს ყველაზე სწრაფად და კომფორტულად.
კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის განხორციელების პროცესში, მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთან თანამშრომლობენ მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, რადგან, ის, რასაც ჩვენ დღეს რეფორმის სახით ვაკეთებთ თბილისში, განვითარებულმა ევროპულმა ქალაქებმა და ქვეყნებმა წლების წინ განახორციელეს. მათაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ 10-15 წლის წინ, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, ამ რეფორმის გატარება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული და რაც მთავარია, მოსახლეობას ემსახურებოდეს გამართული, ევროპული ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაწყებულია მეტროს განახლება-მოწესრიგებაც.
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე ჩანაცვლდება შემდეგი სამარშრუტო ხაზები:
N2 ჩაანაცვლებს N472-ს; N5 ჩაანაცვლებს N535-ს; N6 ჩაანაცვლებს N536-ს; N11 ჩაანაცვლებს N431-ს; N16 ჩაანაცვლებს N416-ს; N28 ჩაანაცვლებს N428-ს; N33 ჩაანაცვლებს N533-ს; N34 ჩაანაცვლებს N534-ს; N41 ჩაანაცვლებს N541-ს; N42 ჩაანაცვლებს N442-ს; N43 ჩაანაცვლებს N543-ს; N48 ჩაანაცვლებს N475-ს; N51 ჩაანაცვლებს N551-ს; N52 ჩაანაცვლებს N452-ს; N55 ჩაანაცვლებს N455-ს; N60 ჩაანაცვლებს N460-ს; N62 ჩაანაცვლებს N462-ს; N68 ჩაანაცვლებს N528-ს; N70 ჩაანაცვლებს N470-ს; N71 ჩაანაცვლებს N471-ს; N77 ჩაანაცვლებს N517-ს; N78 ჩაანაცვლებს N518-ს; N84 ჩაანაცვლებს N544-ს; N87 ჩაანაცვლებს N527-ს; N91 ჩაანაცვლებს N491-ს; N95 ჩაანაცვლებს N495-ს; N99 ჩაანაცვლებს N499-ს; N103 ჩაანაცვლებს N520-ს; N105 ჩაანაცვლებს N545-ს; N108 ჩაანაცვლებს N538-ს; N116 ჩაანაცვლებს N500-ს; N119 ჩაანაცვლებს N519-ს; N124 ჩაანაცვლებს N497-ს; N128 ჩაანაცვლებს N531-ს; N139 ჩაანაცვლებს N439-ს; N145 ჩაანაცვლებს N532-ს; N148 ჩაანაცვლებს N548-ს; N150 ჩაანაცვლებს N550-ს; N156 ჩაანაცვლებს N546-ს; N165 ჩაანაცვლებს N537-ს; N170 ჩაანაცვლებს N540-ს; N176 ჩაანაცვლებს N547-ს; N182 ჩაანაცვლებს N501-ს; N185 ჩაანაცვლებს N506-ს; N187 ჩაანაცვლებს N467-ს; N189 ჩაანაცვლებს N489-ს; N190 ჩაანაცვლებს N530-ს; N191 ჩაანაცვლებს N521-ს; N193 ჩაანაცვლებს N539-ს; N194 ჩაანაცვლებს N456-ს; N197 ჩაანაცვლებს N507-ს; N199 ჩაანაცვლებს N523-ს; N202 ჩაანაცვლებს N512-ს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















