სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 20.01.2022
ნანახია: 542

საზღვრის კვეთის საქმის ოთხივე ბრალდებული თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მათ გირაო 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადონ.

გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას, ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე