აშშ-ის დახმარება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავს - ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 20:17 | 19.01.2022 ნანახია: 179
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკის დახმარება უკრაინის სტრატეგიული გეგმების - ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავს.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ზრდის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ბაიდენს და აშშ-ის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. ეს დახმარება არა მხოლოდ გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული გეგმების მიმართ - უკრაინის ნატო-ს ალიანსში გაწევრიანებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ზრდის ჩვენი არმიის დონეს და მისი რესურსების შესაძლებლობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარება პრიორიტეტია, მაგრამ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები დადგება.
„მკაფიოდ განვაცხადეთ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის და სიტუაციის დეესკალაციის მკაფიო უპირატესობაზე. ამასთან, ძალიან ნათლად ვუთხარით მოსკოვს, რომ თუ ის გადაწყვეტს, განაახლოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში დღეს ჩავიდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დადასტურებას ემსახურება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ვსწავლობთ ამ ინფორმაციას - ამერიკის საელჩო
- ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას - დეგნანი
- საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
- სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
- "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - სახალხო დამცველი
- გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს
- „ნამდვილი ლომები“ მძღოლებისთვის - MAN-ის წარმატება Red Dot Design Award-ის კონკურსში
- უსასრულო გარანტია სატვირთო ავტომობილების აკუმულატორებსა და საბურავებზე
კონფლიქტები
- რუსმა ოკუპანტებმა ზარდიაანთკარში მავთულხლართების გაბმა განაახლეს
- ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აცხადებს, რომ "ყაზბეგი საქართველოს მიერ არის ოკუპირებული"
- ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან „დიპლომატიური“ ურთიერთობების დამყარებისა და „ურთიერთაღიარების“ წინადადება მიიღო
- პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები