ადვოკატებმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართეს
საქართველო, თბილისი - 15:41 | 18.01.2022 ნანახია: 200
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
"გვსურს შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე როგორც არაადამიანური, ასევე ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს ამ საკითხზე. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის წამების ამსახველი ვიდეომასალები, სრული მარშრუტი - ჩასმა, გადმოყვანა და ა.შ. მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებული სააკაშვილის თანხმობა არსებობს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
საზოგადოება
- თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი გამოხატულება აშშ-ის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის - ნინო ლომჯარია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ის პროგრამიდან მოხსნაზე
- გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ეროვნული ბიბლიოთეკა
- დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
- საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
ეკონომიკა
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
- საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
მსოფლიო
- ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
- მარიუპოლის დამცველებს შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა - ზელენსკი
- მოლდოვა ნატოს სტანდარტების შესაბამისად უნდა აღიჭურვოს - ლიზ ტრასი
- ISW-მა დაასახელა მიზეზები, რის გამოც რუსეთმა, შესაძლოა, "აზოვსტალის" დამცველების რაოდენობა მიზანმიმართულად გაზარდოს
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები