ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 16.01.2022
ნანახია: 684

სახელგანთქმულმა სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალია დატოვა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბორტმა, რომელჩის ჯოკოვიჩი იმყოფებოდა, მელბურნის საერთაშორისო აეროპორტი უკვე დატოვა.

"ვადასტურებ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან წავიდა", - დაწერა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში მიგრაციის მინისტრმა, რომელმაც მანამდე ვიზა გაუუქმა სერბ ჩოგბურთელს.

შეგახსენებთ, ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის სააპელაციო სარჩელი, რომლითაც ის ავსტრალიის ვიზის მეორედ გაუქმებას აპროტესტებდა.

ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა პატივს სცემს მას და დაემორჩილება.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე 17 იანვარს, სპორტული ღონისძიების გახსნის დღეს უნდა ეასპარეაზა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე