1-წლიანი სერვისი საჩუქრად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი შეთავაზება
საქართველო, თბილისი - 16:46 | 03.12.2021 ნანახია: 1365
თუ ახალ წელს ახალი ვოლვოთი შეხვდებით, „ვოლვო ქარ საქართველო“ 1-წლიან გეგმიურ სერვისს საჩუქრად გადმოგცემთ. შვედური ბრენდის უახლეს მოდელებზე შეთავაზება 31 დეკემბრამდე მოქმედებს.
გეგმიური სერვისის ფარგლებში მომხმარებელი სრულიად უფასოდ შეძლებს ზეთის, ზეთისა და ჰაერის ფილტრების, კონდიციონერისა და საწვავის ფილტრის და აალების სანთლების შეცვლას.
„გვინდა ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო სასიამოვნო ახალი წელი ჰქონდეს. ახალი ავტომობილის მფლობელებს უფასო გეგმიური სერვისი შევთავაზეთ. ვიზრუნებთ იმაზეც, რომ შვედური პრემიუმ ბრენდის მომხმარებლებმა სერვისების მიღება კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად შეძლონ.“ გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“-ს დირექტორი.
„ვოლვო ქარ საქართველო“-ს სერვისცენტრში შვედური ბრენდის მიერ ავტორიზებული, დატრენინგებული და სერტიფიცირებული ტექნიკოსები ვოლვოს პროგრამით მუშაობენ და მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებენ.
„ვოლვო ქარ საქართველოში“ ავტომობილის ყიდვისას მომხმარებლები დამატებით უფასოდ ისარგებლებენ პერსონალური მენეჯერის მომსახურებით, პროგრამული განახლებით, სერვისის შემდეგ ავტომობილის რეცხვით, სერვისის საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლებითა და ევაკუატორით.
ამ ეტაპზე „ვოლვო ქარ საქართველოს“ სერვისცენტრში ქროსოვერების XC90 და XC60-ის დამუხტვადი და რბილი ჰიბრიდ ვერსიებია წარმოდგენილი. ავტომობილების 360 გრადუსით დათვალიერება ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. ახალი მოდელების შეკვეთა კი საკუთარი სურვილებისა და კონფიგურაციის მიხედვით ხდება.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















