აშშ-მა და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

საქართველო, თბილისი - 20:50 | 02.12.2021
ნანახია: 159

აშშ-მა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ახალი სანქციები შეეხო 20 ფიზიკურ პირს, 12 ორგანიზაციას და 3 საჰაერო ხომალდს. სანქცირებულთა სიაში ფიგურირებს ბელარუსის პრეზიდენტის შვილი, ბიზნესმენი დმიტრი ლუკაშენკაც.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა გაუყინავს აქტივებს და ქვეყნაში ჩასვლას აუკრძალავს ზოგიერთ მოქალაქეს დეზინფორმაციის გავრცელების, დემოკრატიულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე