საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 02.12.2021
ნანახია: 104

საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 151, „პისიარ“ ტესტით – 19 475.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო შვიდი დღის – 8,53%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 853 833 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 796 453 გამოჯანმრთელდა, 12 191 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 197 838 აცრა, დღიურად აცრილია 11 099.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 144 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე