როგორ იქცა საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ - 14 წლის გიგა გვაძაბია კლუბ "სოხუმის" მორაგბეა
საქართველო, თბილისი - 14:28 | 30.11.2021 ნანახია: 2437
მოგონებები მშობლიურ მხარეზე 14 წლის გიგა გვაძაბიას გულსაც და გონებასაც თანაბარი სიმძაფრით შემორჩა. თვალს დახუჭავს და საყვარელ სანაპიროს ხედავს. ფიქრობს რომ ზღვას იქ სხვა სუნი აქვს, თითქოს მზეც უფრო თბილი და ნათელია, იქაური სიმწვანეც არასოდეს გახუნდება. სოფელ ბარღევში დაიბადა და გაიზარდა. ყველა კუთხე-კუნჭული, რაც აფხაზეთში მოუვლია, მის მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი და იქაური მაგნოლიებივით, ფერს არც გიგას მოგონებები შეიცვლის.
"აფხაზეთში საოცარი ადგილებია, რომ ნახოთ გაგიჟდებით. ძალიან განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. სოხუმი და გაგრა ძალიან ლამაზია, იქ მირჩევნია იმიტომ რომ
იქ ჩემი სოფელია, იქ ჩემი სახლია".
ახლა ზუგდიდში ცხოვრობს, სახლს სადაც დაიბადა დაახლოებით 100-მდე კილომეტრი აშორებს, მაგრამ მანძილი რა დასათვლელია, როცა საყვარელი საქმით სოხუმის სახელს მუდმივად თან ატარებს. 14 წლის მორაგბე რაგბის კლუბი ,,სოხუმის“ წევრია.
"6 წელია რაგბიზე დავდივარ. "სოხუმში" 5 წლის წინ დავიწყე ვარჯიში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ვთამაშობ რაგბს და მითუმეტეს რაგბის კლუბ "სოხუმში", ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია".
პატარაობიდან მიზანდასახული და უშიშარი ბავშვი იყო, ყოველთვის იზიდავდა ეს სპორტი და მიაჩნია, რომ სწორედ იმ თვისებებით გამოირჩეოდა, რაც წარმატებულ მორაგბეს სჭირდება. რაგბი რომ მისი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა იმ დღესვე გადაწყვიტა, როცა მოედანზე პირველად დადგა ფეხი.
"ბიძაშვილმა შემიყვანა რაგბზე და ბოლომდე უნდა გავაგრძელო, ეს მიზანი დავისახე თავიდანვე. თამაშის დროს რაღაცას რომ იტკენ ტირილი არ უნდა დაიწყო და მოედნიდან არ უნდა გახვიდე, უნდა იბრძოლო ბოლომდე, უნდა ითამაშო. შენსას უნდა მიაღწიო, არ დანებდე, შენი გუნდი და თანაგუნდელები არ უნდა მიატოვო. სანამ სუნთქავ, არ კვდები და უნდა ითამაშო
ბოლომდე".
მიზანი დიდი აქვს. მოლოდინიც. თამაშის წესების ცხოვრებაში გადმოტანას ფიქრობს და სჯერა, რომ ამ გზით ოცნებას აიხდენს.
"ვოცნებობ, რომ საქართველო გაერთიანდეს. მინდა, რომ ჩვენი გუნდი იყოს პირველადგილოსანი. და მინდა, რომ მე პირადად საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ვითამაშო, შევიძინო დიდი გამოცდილება და მერე დავბრუნდე ჩემ ქვეყანაში. ჩემი ცოდნა გავუზიარო და ვასწავლო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. რაგბი არის გუნდური სპორტი და თუ ასე ერთ გუნდად ვიქნებით ცხოვრებაშიც მართლა მჯერა, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს".
რაგბის კლუბი ,,სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ - 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















