საქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო, თბილისი - 12:09 | 30.11.2021 ნანახია: 395საქართველოს ბანკმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) 100 მლნ. დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. 11 წელზე მეტი ვადის მქონე ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის მიზნით. მათ შორის, ქალი მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის გაფართოებისა და მათი მხარდაჭერის გაზრდისთვის.
„მოხარული ვარ, რომ DFC-სთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოში. 2018 წლის შემდეგ ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა DFC-სთან და მოზიდული რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს გავაგრძელოთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყველაზე საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველყოფა. მრავალი წელია, DFC საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„DFC-ისა და საქართველოს ბანკის შეთანხმების ფარგლებში მოზიდული რესურსით შესაძლებელი იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაძლიერება საქართველოში, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობისთვის. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ინვესტიციას, რომელიც DFC-ის „2X Women’s Initiative“- ის ფარგლებში ქალების ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა DFC-ის საგარეო საქმეთა ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა და გლობალური გენდერული თანასწორობის ინიციატივების ხელმძღვანელმა, ალგენ საჯერმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა