რამდენად საშიშია სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი
საქართველო, თბილისი - 19:18 | 26.11.2021 ნანახია: 215
მეცნიერები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებით. ამ დრომდე ამ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებული იყო მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მაგრამ ბოლო 24 საათში თითო-თითო დაავადებული გამოვლინდა ჰონკონგსა და ისრაელში. სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი ვარიანტი მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდება.
ამ მომენტისთვის კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების 77 შემთხვევაა გამოვლენილი სამხრეთ აფრიკის პროვინცია გაუტენგსა და ოთხი - ბოტსვანაში.
ჰონკონგის შემთხვევას პირდაპირ უკავშირებენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩასულ ინფიცირებულ მგზავრს. ისრაელში ინფიცირების მიზეზი უცნობია.
თუმცა სამხრეთაფრიკელი მეცნიერები კვლევების საფუძველზე ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, უკვე გავრცელებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
დიდმა აბრიტანეთმა უკვე შეწყვიტა ავიამიმოსვლა აფრიკის ექვს ქვეყანასთან. ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა ისრაელმაც.
ჯანმო ახალ საშიშროებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას ატარებს, რომელზეც ახალ ვარიანტს ბერძნული სახელწოდება ალფას, ბეტას და დელტას ანალოგიურად მიენიჭება. ამჟამად, ახალ ვარიანტს B.1.1.529-ს უწოდებენ.
მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა.
მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.
„ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი განიცადა და 50-მდე მუტაცია გაიარა“, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა ტულიო დე ოლვეირამ.
სპეციალისტების აზრით, ინტენსიური მუტაცია აუცილებელი არ არის ადამიანისთვის საშიში იყოს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უხანში წარმოშობილი ვირუსისგან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ვაქცინები, შესაძლოა, არასაკმარისად ეფექტიანი აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლია.
ასევე უცნობია, რამდენად მსუბუქად ან მძიმედ მიმდინარეობს დაავადება დელტა შტამთან შედარებით.
ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს გაამკაცრონ უსაფრთხოების ზომები და რეგულარულად წარმოადგინონ სტატისტიკა B.1.1.529-თან დაკავშირებით.
პოლიტიკა
- პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა - ირაკლი ზარქუა
- 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება
- ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა - კრამონი კობახიძის განცხადებაზე
- მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ქვეყანას - ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ბოლო ზარს ულოცავს
სამართალი
- ბორჯომში ავტოსაგზაო შეთხვევას მე-12 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა
- ჩაქვის გვირაბში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს კი - მათ შორის 3 "კანონიერ ქურდს" - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
- დააკავეს სოფელ დერცელის სკოლის ყოფილი ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშებიდან 142 630 ლარი მიითვისა
ეკონომიკა
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
- საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
მსოფლიო
- რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას 21 მაისიდან შეუწყვეტს
- გერჰარდ შროდერმა "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა
- დამცველებმა შეასრულეს ბრძანება, შეენარჩუნებინათ სამხედროებისთვის სიცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა - "აზოვის" მეთაური
- რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა - სერჰი გაიდაი განადგურებული ქალაქის ფოტოებს აქვეყნებს
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები